პერსონასოცქსელი

«რა ხდება სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში?» — ბაია პატარაია

ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროს საეჭვო ქცევებზე წერს:

«პერიოდულად ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ძალიან საეჭვოდ იქცევა: ამჯერად თამთა თოდაძეზე დასკვნა დადო, რომ მას მორალური ტანჯვა არ განუცდია; თუმცა, დეტალურად აღწერს ექსპერტი თინათინ კახაძე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ნახა თამთა. 15 წუთიანი გასაუბრების შედეგად კი დაასკვნა, რომ ტანჯვა არ არის. მიუხედავად ამისა, მან თამთას ურჩია ფსიქოლოგი აეყვანა. (თუ კარგად იყო, ფსიქოლოგი რაღᲨი სჭირდებოდა?!)
ჩვენ გვაქვს მეორე, ძალიან მძიმე პედოფილიის შემთხვევა, სადაც იგივე ექსპერტმა ასევე დაასკვნა, რომ ბავშვს ტანჯვა არ განუცდია. უმძიმეს შემთხვევაზე გიყვებით, ის პედოფილი დღეს უკვე დაკავებულია.
ერთი თვის წინ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მოვუგეთ საქმე ომბუდსმენთან, რომელმაც დაადგინა, რომ ბიურო სისტემატურად ეწეოდა 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ექსპერტიზის ჩატარების დროს.
არც თამთას შემთხვევას დავტოვებთ უყურადღებოდ. თამთა ერთი წელია გადის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და წარვადგენთ დასკვნას სწორედ ამ ავტირიტეტული ორგანიზაციიდან. ადამიანს, რომელსაც ტანჯვა არ განუცდია, არ სჭირდება ხოლმე ამდენი დახმარება ფსიქოლოგებისაგან. დაე, გადაწყვიტოს სასამართლომ 15 წუთიანი გასაუბრება უფრო სანდოა, თუ ერთწლიანი დაკვირვების და თერაპიის შედეგად დადებული დასკვნა.
მანანდე კი საჯაროდ ვსვამ შეკითხვას: რა ხდება სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში? რა სტანდარტებით და რა კვალიფიკაციით მუშაობენ საერთოდ? (გვაქვს სხვა მიმდინარე 2 საქმეც, სადაც პირდაპირ დასკვნების გაყალბებაზეა საფუძვლიანი ეჭვი). ყველა საქმეს მივყვებით ბოლომდე.
Tamta Todadze გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ! ♡» — წერს პატარაია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«შიმშილისგან გონება დაუკარგავს ბავშვს ქუჩაში! დედა-შვილი სიკვდილის პირას არიან! «

Joni Kvaracxelia

«ის დროა,აღარ დაბრუნდეს ამერიკიდან!»

«ქვეყანა უკვე რუსეთის ქოცშია , ბესელიამ გამოუშვა რუსეთის ჯაშუშები, ტერორისტები , პედოფილები, ნარკოდილერები და მკვლელები…»-გოცირიძე

დატოვე კომენტარი