ბელორუსის პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილი გამოვიდა ქუჩაში რათა გაეპროტესტებინა გაყალბებული არჩევნები.
პირველი შეტაკება სამართალდამცავებთან უკვე მოხდა, თუმცა ოპოზიციას ჯერჯერობით ვერაფრით ვერ აკავებენ.
სამართალდამცავები იყენებენ როგორც რეზინის ტყვიებს ასევე ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. არიან დაშავებულები.
გამოსვლები ფიქსირდება ქვეყნის 12 ქალაქში. თვითმხილველების თქმით, ომონი ყრის ფარებს და გადადის ხალხის მხარეს.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 09.08.2020 ბელორუსში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც კენჭს იყრიდა მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო და ოპოზიციის ლიდერის, ვიქტორ ბაბარიკოს მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია.
Ранее
Фрагмент разгона людей в районе стеллы #минск pic.twitter.com/FKuI0VRcBo
— Алексей Кириленко (@Kirilenko_a) August 9, 2020