განცხადებები

რა შემთხვევაში იმღერებს ბუბა კიკაბიძე მოსკოვში?-მომღერლის პოზიცია ცნობილია

ქართველმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალ «სარკესთან» ინტერვიუში კითხვაზე რუსეთში იმღერებს თუ არა  ვრცელი პასუხი გასცა:

«როცა პუტინის ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად ჩავალ და დიდ კონცერტს გავმართავ. ეს – მოკლედ, ახლა უფრო ვრცლად: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პუტინმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, მე კი ხალხთა მეგობრობის ორდენი გამომიგზავნა. არც დავფიქრებულვარ, უკან გავუგზავნე.

«მიმინო» უმეტესობას კომედია ჰგონია, არადა ფილმი ქვეყნის სიყვარულზეა. «დიდმა ავიაციამ» არ უნდა მოგხიბლოს და გაგიტაცოს. შენი, თუნდაც ძალიან პატარა ქვეყანა უნდა გიყვარდეს, მასთან ერთად უნდა იყო უბედურიც და ბედნიერიც. შენს სამშობლოში უნდა ააშენო სახლი, დარგო ხე, გაზარდო თაობა. მე რომ ოკუპანტის ორდენი ამეღო, შვილიშვილებისთვის თვალებში როგორ შემეხედა, ჩემი სიმღერის სიმართლეში ჩემი ხალხი როგორ დამერწმუნებინა?!» — განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩვენთან იმ ადამიანებს დასცინიან, ვისაც რუსეთი უყვარს — ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე

«ჩვენ ხმის მცველების სკოლას ვაკეთებთ…მაქსიმალურად ვემზადებით»-ხაბეიშვილი

roma sajaia

“მთავარ არხს” ახალი მეწილე ჰყავს

დატოვე კომენტარი