საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
კერძოდ, დღეიდან:
სამთო კურორტებზე ამუშავდება საბაგიროები;
რესტორნები განაახლებენ შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას (შაბათ-კვირის გარდა);
არასასურსათო საცალო ვაჭრობა (მოლები და ბაზრობები) მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ერთერთი უმთავრესი შეზღუდვა, რომლის მოხსნის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა — კომენდანტის საათი.
Loading…