განცხადებები

«რა უნდა გაკეთდეს რომ ადამიანებს გაუადვილდეთ იზოლაცია, ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა?»-ლაშა ბაქრაძე

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მოქალქეების კარანტინის პერიოდში ფსიქოლოგიურ დახმარებაზე  საუბრობს

«აქვს თუ არა ქალაქს და ქვეყანას უფასო ტელეფონი, რომელიც ხალხს დაამშვიდებს, ფსიქოლოგიურ რჩევებს მისცემს, ხალხს, რომელიც სოციალურ დისტანცირებას, იზოლაციას, ჩაკეტილ სივრცეს, კარანტინს ფსიგოლოგიურად ვერ გაუძლებს?
ჯერ კიდევ არ დაწყებულა რთული ფაზა. სანამ დროა, ამისთვის მომზადებული ან მოსამზადებელი მოხალისეები არანაკლებ საჭირო იქნებიან, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ვთქვათ, საჭმელსა და სასმელს მიაწვდიან (რასაკვირველია, სათანადო ტრენინგის შემდეგ) მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება (მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს ციფრები, დაახლოებითი შეფასება, რამდენ ადამიანს დასჭირდება სურსათით დახმარება — საზოგადოების (და არა მხოლოდ მთავრობის) წინაშე მდგომი პრობლემის მეტ-ნაკლებად რეალისტურად შესაფასებლად).
ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს და სხვა პროფესიონალებს სახელმწიფომ მობილიზაცია უნდა გაუკეთოს, ისევე როგორც ინფექციასთან მებრძოლ ექიმებს. მათ სახელმწიფომ სათანადო ხელფასი/ჰონორარი უნდა გადაუხადოს. მათ ტრენინგები უნდა ჩაუტარონ ასეთი ამოცანების დასაძლევად მზადმყოფ მოქალაქეებს. უცხოეთში ფსიგოლოგები ვიდეოსაუბრებსაც სთავაზობენ ხალხს.
უკვე აშკარაა, რომ ტელეფონზე დარეკვა, სადაც გულისხმიერი პროფესიონალი ან ახლად გაწვრთნილი პერსონალი ადამიანებს ნუგეშს სცემს და რჩევებს მისცემს, როგორ გაუძლონ სტრესს, აუცილებელი გახდება.
(თავისთავად ცხადია, რომ ამოცანა ადვილი არ არის და საფრთხეც დიდია — სულელური რჩევები არ მისცენ ისედაც დასტრესილ და თავგზააბნეულ ადამიანებს).
ეს დასჭირდებათ მშობლებს, რომლებმაც ბავშვების სტრესიც როგორმე უნდა დასძლიონ; მოხუცებს, რომლებსაც არავინ ჰყავთ და ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს; არაფერს ვამბობ იმათზე, ვისაც ინფიცირებული ნათესავები და ახლობლები ჰყავთ.
რასაკვირველია, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, შესაძლებლობების ფარგლებში, ერთმანეთზე, დავეხმაროთ ერთმანეთს, თუნდაც სიტყვით, რომელსაც ამ განსაცდელის ჟამს, ყოველდღიურ პურზე არანაკლები ფასი ექნება.

ამ ეტაპზე რამდენიმე რჩევა, რაც უცხოურ ტექსებში ამოვიკითხე და შესაძლებელია, გამოგვადგეს ვირუსით გამოწვეული სტრესის, დეპრესიის, შიშების და სხვა გვერდითი მოვლენების დასაძლევად.
— ელაპარაკეთ და კომუნიკაცია იქონიეთ, თუნდაც სოციალური ქსელების საშუალებით, მეგობრებთან. ეცადეთ, არ ილაპარაკოთ მხოლოდ ვირუსზე და შიშებზე.
— ლოგინში ბევრ წოლას და ძილს შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს და უფრო მოეშვათ, დაიღალოთ და უფრო დეპრესიული გახდეთ. დროზე დაწოლა და ადგომა განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა აუცილებელი.
— დაგეგმეთ დღე, მოიგონეთ რაღაც საქმიანობები — დაალაგეთ სახლი, წიგნის თარო ან თუნდაც დიგიტალური ფოტოები ან ბავშვებთან ერთად სათამაშოები. იკითხეთ! ბოლოს და ბოლოს აწარმოეთ დღიური, რომელსაც, დამიჯერეთ, სიამოვნებით გადაიკითხავთ, როცა ყველაფერი ჩაივლის.
— მთელი დღე ნუ მისჩერებიხართ ტელევიზორსა და კომპიუტერს ახალი ამბების გასაგებად, რომლებიც ახლა მხოლოდ ვირუსზე საუბრებით შემოიფარგლება.
— თუ კარანტინში არ ხართ, იმოძრავეთ გარეთ, თუ კარანტინში ხართ, სახლშიც უნდა შეძლოთ ვარჯიში (ეს მე, მაგალითად, ძალიან მიძნელდება).

გერმანელი და ჩინელი ფსიქოთერაპევტების ჯგუფმა გაანალიზა ვუჰანში ჰოტ-ლაინ ზარები —
47%-ს შიშები აწუხებდა, თითქმის 20%-ს უძილობა, 15%-ს სომატოფორმული სიმპტომები, 16%-ს დეპრესიული სიმპტომები, 39% ეძებდა დახმარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში (საყიდლები, სურსათი თუ პირბადეები, ტრანსპორტი, სამედიცინო კითხვები)…. 21%-ზე მეტს სხვა პრობლემებიც აწუხებდა, მაგალითად, კონფლიქტები ოჯახში ან სამსახურში.
ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომიტეტმა (chinese national health commission (nhc)) შეიმუშავა გაიდლაინები, როგორ უნდა მოხდეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომსახურება — არ იქნება ურიგო, გავეცნოთ მათ და სხვა მსგავსთ.

შიშმა და პანიკამ არ უნდა დაგვაძაბუნოს, უნდა მოვერიოთ უძლურების გრძნობას, ბრაზს!

(წინასწარ ბოდიშს ვიხდი არაპროფესიონალური, უბრალო ენისთვის).

http://en.nhc.gov.cn/

Loading…

მსგავსი პოსტები

სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა აღდგომის დღეს, დილის 07:00 საათზე დაიწყება

«ვაფრთხილებ პირადად ბიძინა ივანიშვილს…»-ნათელაშვილის საგანგებო განცხადება

roma sajaia

ტრამპი, 2016 წელს რუსეთთან არასწორად გამკლავების გამო ობამას ადანაშაულებს

დატოვე კომენტარი