განცხადება/მიმართვა

“რა უნდათ პარლამენტში?”-ზარქუა “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვიტაც პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი ბოკერია არიან დესტრუქციული, რუსული ინფორმაციის ძალა, რომელიც ყველაფერზე მიდის, რომ ამ ქვეყანაში ქაოსი ააგოროს. ეს არ გამოუვიდათ და ექვსი თვე გვიმტკიცებდნენ, არჩევნები გაყალბდა, პარლამენტში არ შევალთო, ახლა შემოდიან, მაგრამ ხელს არ აწერენ დოკუმენტს, რაც მიშელმა და ევროპამ დაგვიდო. ჩვენთვის დოკუმენტში ბევრი რამ არ იყო მისაღები, მაგრამ თქვეს, რომ თქვენს ქვეყანას სჭირდება ასე, ავდექით და მოვაწერეთ ხელი, მოაწერა კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან ფიქრობს და საზრდოობს. რა უნდათ პარლამენტში? – საარჩევნო კოდექსზე მუშაობა არ გინდა, თუ ხელს არ აწერ, აბა, ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს, პრემიერი და მთავრობაც გვყავს და რატომ შემოდიან? ხელფასებისთვის? მაშინ კეთილი ინებე და თქვი – დიახ, ჩვენ მოგვბეზრდა გარეთ წანწალი, დიახ, მოგატყუეთო. მიმართონ თავის ამომრჩეველს, რომელსაც წვიმაში, ქარსა და ავდარში გარეთ დაატარებდნენ და ახლა უთხრან, რომ ხელფასები და თანამდებობები უნდათ და ამიტომ შედიან, სხვა საფუძველი არ აქვთ. ტრიბუნა? ტრიბუნა გარეთ უფრო არ ჰქონდათ? თუ საქმის კეთება არ უნდათ, ყვირილი გარეთაც შეეძლოთ”- განაცხადა  ზარქუამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“კორონავირუსის ეპიდსიტუაცია უარესდება…შემთხვევების ზრდა გვექნება…არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს”-ამირან გამყრელიძე

Joni Kvaracxelia

რატომ არ ჩამოდის რუსეთის ერთ ერთი მთავარი ოპოზიციონერი, გარი კასპაროვი საართველოში?

Joni Kvaracxelia

თავაწეული შევდივარ პარლამენტში- ალეკო ელისაშვილი

დატოვე კომენტარი