მსოფლიოში

რა უთხრა ტრამპმა პუტინს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ულტიმატუმი წაუყენა თუკი ის უკრაინას დაესხმებოდა თავს. ამის შესახებ მან „ვოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთიბა ჰქონდა და კარგად უგებდა მას.

„ვლადიმერს ვუთხარი, თუ უკრაინას დაესხმები თავს, ისე გაგარტყამ, რომ ვერც კი დაიჯერებ. სწორედ მოსკოვის ცენტრში დაგარტყამ. ვუთხარი, რომ მეგობრები ვართ და არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა არჩევანი არ მექნება. მე ვუთხარი, იმდენად ძლიერად დაგარტყამ, რომ ამ გუმბათებს თავიდან წაგაძრობ, რადგან მე ვიცი, რომ ის ამ გუმბათების ქვეშ ცხოვრიბს“, – აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტობის კანდიდატს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და რა გარემოებაში შედგა ეს საუბარი ვლადიმერ პუტინთან.

მსგავსი პოსტები

აზერბაიჯანი: რატომ სჭირდება „გამარჯვებულს“ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები?

ხანძარი საბერძნეთის ტყეში

პროტესტი ბერლინში

დატოვე კომენტარი