პერსონასოცქსელი

რა საოცრებაზე საუბრობს ნიკა გვარამია?

ტელეკომპანია «მთავარის» დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:

«რა საოცრებას არ გაიგებ/მოისმენ, თან პირველწყაროსგანვე მოყოლილს.
მაშ ასე, მოქმედება პირველი:
დაიშალონ ნაცები, ჩაქრეს მთავარი არხი. შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი სხვა «ოპოზიციური» ტელევიზიის ირგვლივ. მაგიდასთან სხედან რამდენიმე პარტია (ვიცი ყველა) და დახლივიზიის დამფუძნებელი (ეგ ყვება ამას ყველაფერს, ძაან სასაცილო ტექსტებით).
შედეგი: მთავარი არ ჩაქრა (პირიქით, გაძლიერებული გამოვიდა ამ ყველაფრიდან, რეიტინგიც მოემატა, ნდობაც და სოლიდურობაც), შეთქმულება ჩავარდა, არც ნაცები დაიშალნენ. «ახალი ოპოზიციური ცენტრი» დაიშალა, პირიქით, ვერც ერთი სუბიექტი ვერაფერზე ვერ შეთანხმდა და დახლივიზიის დამფუძნებელი დარჩა @@@ზე და შეჯდა ქოცების ფულზე (სხვა რა გზა იყო).
მოქმედება მეორე: შეთავაზება მთავართან და მის დირექტორთან, შემთავაზებლის აზრით, ანტაგონიზმში მყოფ ნაცების ერთ-ერთ ლიდერთან: შენკენ ვიქნებით, ჩემს ოფისს დაგითმობთ (ტელევიზიისას არა, სხვას), და ერთად ვიბრძოლოთ იმათ წინააღმდეგ, ვინც შენს წინააღმდეგაა (ანუ, პირველ რიგში, მე და მთავარი, პარალელურად ნაცმოძრაობაში განხეთქილების შეტანა).
შედეგი: ყველაფერი მოვისმინე, ვიცინეთ ბევრი. ბიძინა თუ უკვე ასეთ ნიდაძელანი დახლზე მოვაჭრეებით მოძრაობს, ზნაჩიტ, დანძრევია.
ნუ, დახლივიზიას რო დაენძრა, მაგას ლაპრაკიც არ უნდა, ისედაც მიხვდებოდით 🙂 ნუ დახლივიზიის ირგვლივ, «ახალი პოლიტიკური ცენტრის» შესაქმნელად შემომსხდარებიც რო მიიწუწებიან, ეგეც ადვილად გამოსაცნობი ამბავია. ცხადია, იმიტომ, რომ ჩვენი ტვს ჩაქრობაც შედიოდა მათ გეგმებში, თორემ ნაცები თვითონ უკეთ მიხედავენ თავის თავს 🙂» — წერს ნიკა გვარამია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა… «-ზაზა სარალიძე

«მე, ნიკა გვარამია, ხუნდაძის განცხადებას აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარად და დაშინების მცდელობად»-ნიკა გვარამია შსს-ს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

«რუსთავი 2» გია ცერცვაძის ოჯახს სახლს უყიდის და 1000 ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავს

დატოვე კომენტარი