საინტერესო

რა საიდუმლო მასალები გაუგზავნეს დოდონა კიზირიას ზვიადის პრეზიდენტობის დროს?

ვათვალიერებ ჩემს გაუთავებელ არქივს, კილოგრამიან პაპკებს, რვეულებს, ჩანაწერებს და სხვა. მარტო ვესტერნებზე ჩემი ლექციების 18 სქელი შეკვრა აღმოვაჩინე. მაგრამ მთავარი ეს არ არის. ერთერთ პაპკაში ვნახე პრეზიდენტი გამსახურდიას მთავრობაში მყოფი ერთი პიროვნების (არ ვხედავ საჭიროებას დავასახელო) მიერ ჩემთან გამოგზავნილ ასლებს კაგებეს არქივიდან.

ერთ შეკვრაში არის ხელით შევსებული და ხელმოწერილი ბარათები ჩვენი ღვთისმოყვარული ეკლესიის 7 წევრისა. ისინი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ კაგებესთან. ქვემოთ არის მათი სია, ილია (ირაკლი) შიოლაშვილის გამოკლებით. ამ უკანასკნელის შესახებ ყველამ ვიცით, რომ ის აგენტი იყო 1962 წლიდან და მისი ფსევდონიმი გახლდათ „ივერიელი“.

1. გრიგორი ჭკადუა, საქართველოს ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი, აგენტი 1978 წლიდან, ფსევდონიმი „გივი“;

2. შოთა შიოშვილი, აგენტი 1984 წლიდან, მიტროპოლიტი და მცხეთის სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელი; ფსევდონიმი „კახელი“;

3. გური შალამბერიძე, მიტროპოლიტი, აგენტი 1979 წლიდან, ფსევდონიმი „მუშკუდიანი“;

4. თეიმურაზ შალვაშვილი, მიტროპოლიტი, აგენტი 1985 წლიდან, ფსევდონიმი „ჭავჭავაძე“;

5. დიმიტრი მელიქიძე, მიტროპოლიტი, აგენტი 1984 წლიდან, ფსევდონიმი „ანზორ“;

6. შოთა მარგალიტაშვილი, მიტროპოლიტი, აგენტი 1982 წლიდან, ფსევდონიმი „ალაზნელი“.

არ ვიცი, ჯერ ისევ ცოცხლები არიან და აგრძელებენ „სამშობლოს საკეთილდღეოდ“ მოღვაწეობას თუ უკვე წარუდგნენ უფალს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს.

დარწმუნებული იყავით, ბევრი კიდევ დაემატა და დღეს განაგრძობენ ამ საქმიანობას, თანაც ძალზე აქტიურად.

დოდონა კიზირია, ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ტვინის დეგრადაცია? რატომ გვიჭირს კითხვა და მოსმენილის გაგება? რა იქნება შემდეგ? — ნაწილი II

Joni Kvaracxelia

«კიდურწაისრული კალიგრაფიული სკოლა აფხაზეთში იღებს სათავეს»

ეგვიპტეში პირველად გახსნეს სარკოფაგი 2500 წლის მუმიით. Რა იყო შიგნით?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი