განცხადება/მიმართვამსოფლიოში

რა პასუხს გასცემს მოსკოვი ვაშინგტონს ახალ სანქციებზე

მოსკოვი ვაშინგტონის სანქციებს პასუხს გასცემს, თუმცა ისე, რომ თავად არ დაზარალდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„სანქციებს ვუპასუხებთ, თუმცა ისე, რომ საკუთარ თავს ზარალი არ მოვუტანოთ. პასუხს აუცილებლად გავცემთ. რა თქმა უნდა, ამას გავითვალისწინებთ ყველა ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებისას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რადგან ეს, მისი აზრით, სერიოზულ პოლიტიკურ მოღვაწეებს ღირსებას არ მატებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის 2020 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი, რომელსაც დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი, გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ და „თურქული ნაკადისთვის“ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

იტალიაში 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე 5 მეტრიანი ღობის მშენებლობა დაასრულა (ვიდეო)

«სააკაშვილი არის კურდღელი და ყველამ კარგად ვიცით, რისი ჩამომსვლელია»-ხაინდრავა

roma sajaia

დატოვე კომენტარი