სოცქსელი

რა პასუხი გასცა ხატია დეკანოიძემ გიგა ბოკერიას

მთავარი არხის გუშინდელ გადაცემაში «მთავარი აქცენტები», ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა ხატია დეკანოიძის პირდაპირი ჩართვა რის შემდეგაც მან სოცქსელში განმარტა თუ რისი თქმა სურდა მას:
«ვინაიდან, ტექნიკური მიზეზით ჩართვა ვერ მოხერხდა, აქ დავწერ:

არ მიმაჩნია, დღევანდელი მოცემულობა ოპოზიციას შორის კინკლაობის ფუფუნებას გვაძლევდეს, მაგრამ დაზუსტება აუცილებელია.

სასამართლოს სისტემის ძირეული რეფორმა ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და მას შემდეგაც მრავალჯერ ვისაუბრეთ ვრცლად ამ მიმართულებით.
სასამართლოს განვითარების გეგმა კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის სასიცოცხლოა, ამიტომ ვსაუბრობდით პარტიის მიერ დამტკიცებულ გეგმაზე ხშირად, კერძოდ:
— უცხოელი მოსამართლეები;
— უმკაცრესი ვეტინგის სისტემა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის;
— “Grand Jury” ;
— უცხოელი მოსამართლეები კომერციული დავებზე;
— საბჭოს სრული რეფორმა და აშ.

სმარტფონით ხმის მიცემა გაჟღერებული იყო ხალხის ჩართულობაზე ადგილიბრივი მუნიციპალიტეტებიდან, როცა ადამიანები თვითონ განკარგავენ საკუთარ ბიუჯეტს — სად დაიხარჯოს ფული და როგორ მოხდეს უფრო ღია და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება.. მთავრობა სმარტფონში ( რომელიც მრავალმხრივ მუშაობას მოითხოვს დახვეწისთვის) თანამედროვე ციფრული განვითარების ეტაპზე სრულიად რეალურია ( მაგალითად, უკრაინაში ახალი ვიცე-პრემიერი ამ მიმართულებას კურირებს) .

ფული ჩინოვნიკების მივლინებებზე და ფუფუნებაზე არ უნდა დაიხარჯოს, არამედ ადამიანების კეთილდღეობაზე.

ეს თემაც ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს და საზოგადოებას ეს ფართო განხილვაც მრავალჯერ შევთავაზეთ.

რაც შეეხება ჩემს პასუხს მხარდაჭერაზე (არასდროს მიჭირს აზრის დაფიქსირება) გიგასთან ეთერში. ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო: ამომრჩევლის გადასაწყვეტია ვინ გახდება უმრავლესობა და ვის გარშემო მოხდება მიზიდულობის ცენტრის შექმნა. კომპლექსი არ მაქვს გავიმეორო, რომ თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, ჩვენ მხარს დავუჭერთ პროდასავლურ ძალას — გულწრფელად ვფიქრობ და მჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და საზოგადოების დაკვეთა. ივანიშვილს ვისიც ეშინია ესეც ფაქტი და აშკარაა😊..

მზად ვარ ამ თემებზე ნებისმიერ დროს განხილვისთვის.» — განმარტა ხატია დეკანოიძემ.

ფატები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე «გაგვიჭედა»…დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი»

«ენმ არ არის ერთი, ათი ან თუნდაც ასი კაცის» — გიორგი ბარამიძე

«ეს მართლაც არის სასწაული…ეს არის დიდი გამარჯვება»-სააკაშვილი (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი