Tamar Kutateladze
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაღუპვის შესახებ ჰკითხეს: „თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ EU წევრობის კანდიდატის სტატუსი? ჩემი კითხვა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში „თბილისი პრაიდის“ დროს მოკლეს როდესაც მათ თავს დაესხნენ ულტრამემარჯვენე პირები. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. ხელისუფლება იგივე შეცდომა დაუშვებს წელსაც თუ დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?“ გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არის პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირიოსპირების დროს. არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ – პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც თავს დაესხა ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას თითოეული მოქალაქე მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მსგავსი რამ. კიდევ ერთხელ მ ინდა შეგახსენოთ რომ კანონი, რომელიც არსებობს საქართველოში, იცავს ყველა მოქალაქეს”- თქვა პრემიერმა აღნიშნული კითხვის საპასუხოდ.
რა პასუხი გასცა ლექსო ლაშქარავაზე დასმულ კითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილმა
Loading…
