“რა ნიშნით შეარჩია ივანიშვილმა გიგი უგულავა დასაჭერად”-ირინა სარიშვილი ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს

0
488

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელშ ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს:

“ოპოზიციის ლიდერებო!
ეგებ დაფიქრდეთ, რატომ და რა ნიშნით შეარჩია ივანიშვილმა სწორედ გიგი უგულავა დასაჭერად და არა რომელიმე სხვა – მასზე ბევრად აგრესიული?
იმიტომ ხომ არა რომ გიგი უგულავა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამორჩეულად ლოიალური იყო სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, ამასთანავე პოლიტიკურად ძალიან აქტიურიც, რითაც სერიოზულად უშლიდა ხელს ივანიშვილისთვის ძალიან სასარგებლო ურთიერთდაპირისპირების პროცესს ოპოზოციურ პარტიებს შორის?
ეგებ დაფიქრდეთ, შეწყვიტოთ ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატების ომი, ურთიერთლანძღვა და ყველამ ერთად – პარტიებმაც, ლიდერებმაც და მათმა მხარდამჭერებმაც ჩვენს მთავარ პრობლემას მივხედოთ?!
ივანიშვილის ჩახსნის გარეშე, რაც მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი, არანაირ არჩევნებს აზრი არა აქვს და ეს თქვენც კარგად იცით! არ გამოვა ხალხი ქუჩაში იმდენი რამდენიც საჭიროა თუ ეს ერთობა არ იქნება! ესეც მშვენივრად იცით!
ჰოდა იფიქრეთ!”

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ