სოციალურ ქსელში მამა გიორგი სხილაძე ავრცელებს წერილს, რომელიც მისი თქმით 1988 წელსაა შედგენილი. წერილის ავტორი მეუფე ზოსიმეა. წერილში ნათლად ჩანს ის თუ რატომ ითხოვს ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.
«1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი _ ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის» რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა; ცნობილი ჰომოსექსუალი კი, ვინც სტუდენტებთან ,,დედლობდა“, გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში… მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)!
ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა; ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს! თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმა,» — წერს მამა გიორგი სხილაძე.