არსებული ინფორმაციით თბილისის მეტროში შეფერხება იყო, მატარებლები “ახმეტელის” სადგურამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლების ბოლო გაჩერება ახმეტელის სადგურის მაგივრად გურამიშვილი იყო.
სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო პრობლემა 10 წუთს გაგრძელდა.
მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში თბილისის მეტროში გახშირდა ტექნიკური ხარვეზები, რაც ხშირ შემთხვევაში ვაგონის მგზავრებისგან დაცლით მთავრდებოდა.
Loading…
