სხვადასხვა

«რა მოხდა გაგრის დაწყევლილ სტადიონზე? რიგრიგობით აუპატიურებდნენ…მოკვეთილ თავს ფეხი დაარტყა და აქეთ-იქით გორება დაუწყო»

რა მოხდა გაგრის დაწყევლილ სტადიონზე?
(წაიკითხეთ ქართველთა გენოციდის შესახებ და ვინც არ იცის ამის შესახებ გაუზიარეთ, რათა არ დაივიწყონ საკუთარი თანამედროვე ისტორია!)

როგორც თვითმხილველი დათო ქარდავა ჰყვებოდა, იგი გაგრაში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც ქალაქში აფხაზური ფორმირებები შევიდნენ. მათ ადგილობრივ ქართველთა დიდი ნაწილი სტადიონზე შეყარეს. ტყვეები სტადიონზე რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი.

„ის ჯგუფი, სადაც მე ვიყავი, თხუთმეტამდე სამხედროფორმიანს ჰყავდა ალყაშემორტყმული. ბევრი ამ ბანდიტთაგან მთვრალი იყო და ახლოს დგომისას ალკოჰოლის სუნი ასდიოდათ. მათ შორის იყვნენ აფხაზები, რუსები და სხვა კავკასიელები. ყველაზე აქტიური იყო ერთი, რომელიც მათი მეთაური ჩანდა, ჩეჩენი თუ დაღესტნელი… ჩვენთან ხშირად მოდიოდა, იარაღით გვემუქრებოდა, გვირტყამდა, გვაფურთხებდა და გვეუბნებოდა, რომ მალე ჩვენს სისხლს დალევდა და ჩვენი თავებით ფეხბურთს ითამაშებდა. ახალგაზრდა ქალები გამოჰყავდათ ჩვენი რიგებიდან და სკამებისაკენ მიათრევდნენ. იქიდან ტირილი, წივილი და საშინელი კივილი ისმოდა. იქ მათ რიგრიგობით აუპატიურებდნენ და ზოგიერთს, ვინც ცოტა შეეწინააღმდეგებოდა, იქვე ცხრილავდნენ. ირგვლივ, მთელ შემოგარენში, საზარელი და თავზარდამცემი მდგომარეობა იყო“, — ჰყვებოდა დათო.

შემდეგ, მისი თქმით, „კავკასიელმა, რომელიც ჩვენ გვირტყამდა და გვემუქრებოდა, ჩვენგან ყველაზე მაღალი კაცი გამოიყვანა, ჩვენ წინ დააყენა და ავტომატით დაცხრილა. მერე იქვე ჩანთიდან ნაჯახი ამოიღო და კისერში დაუშინა. ასე იწვალა, სანამ თავი არ მოკვეთა მიცვალებულს… მერე გახარებულმა მოკვეთილ თავს ფეხი დაარტყა და აქეთ-იქით გორება დაუწყო. მას მეორე აფხაზი აყვა, შემდეგ კიდევ ერთი რუსი, რომელიც კარგა მთვრალი იყო…. გვერდზე ჯგუფებშიც სროლები, კივილი და ღრიალი ისმოდა. მერე ის კავკასიელი ისევ ჩვენთან მოვარდა და თქვა, რომ ახლა ვვარჯიშობთო, აი, გვერდით მეორე გუნდი ვარჯიშობს ქართველების თავებით და მალე ჩემპიონატს ჩავატარებთო. გამარჯვებულები ქართველ ქალებს აქვე სტადიონზე გააუპატიურებენო“.

Loading…

„ეს ბანდიტები მუდმივად იცინოდნენ, მაგრად მოსწონდათ თავიანთი საქმიანობა. შემდეგ კიდევ ორი ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს ჩვენი რიგებიდან და იქვე დახვრიტეს. მათგან ერთს ისევ თავი მოაჭრეს და ახალი ბურთი „დაამზადეს“. ისევ წაითამაშეს ამ ახალი მოკვეთილი თავით ფეხბურთი“, — ასე აღწერდა დათო იქ მომხდარ მოვლენებს.

მისი თქმით, სტადიონზე მაშინ ბევრი ადამიანი მოკლეს. მკვლელობები მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთ-ერთმა რუსი ეროვნების სამხედრომ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, თუ „ამდენი გვამი ვის უნდა წაეღო“. ამის შემდეგ გადარჩენილები იარაღის მუქარით ტყისკენ წაიყვანეს. ამ დროისთვის მებრძოლების უმრავლესობა უკვე ნასვამი იყო, რითაც ქარდავამ და რამდენიმე სხვა ადამიანმა ისარგებლეს და გაიქცნენ.»

ინფორმაცია აღებულია ->:http://www.tabula.ge/ge/story/64402-ra-moxda-gagris-stadionze

მსგავსი პოსტები

«ვოცნებობ რომ ღმერთმა ეს მშიერი დღეები გადაგვატანინოს» ქართველი გოგონას შოკისმომგვრელი ვიდეო

Joni Kvaracxelia

ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

20 ივნისს აქცია გაიმართება

roma sajaia

დატოვე კომენტარი