რა კრიტერიუმით შეუშვებენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ვიზიტორს შენგენის ზონაში

0
178

ევროკავშირის საბჭომ არაწევრი ქვეყნებიდან შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი კრიტერიუმები დაამტკიცა.

კერძოდ, საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის საზღვრების გახსნის კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. საზღვრის გახსნისთვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

ბოლო 14 დღის განმავლობაში, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 25 შემთხვევას არ უნდა აღემატებოდეს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირებული ან სტაბილური უნდა იყოს წინა 14-დღიან პერიოდთან შედარებით.
ბოლო 7 დღის განმავლობაში, ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 300-ზე მეტი ტესტი უნდა ჩატარდეს.
ბოლო 7 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების დადებითი პასუხი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ