covid-19

რა იცვლება აეროპორტებში

3 საათით ადრე გამოცხადება, პირბადე, თერმოსკრინინგი — რა იცვლება აეროპორტებში?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს «საქართველოს აეროპორტების გაერთიანების» ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირბადის სავალდებულო ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვას და მგზავრების თერმოსკრინინგს.

არჩუაძის განცხადებით, COVID-19-მა შესაძლოა მგზავრის აეროპორტებში მისვლის დრო გაზარდოს, რასაც თავის მხრივ ის რეგულაციები განაპირობებს, რისი დანერგვაც COVID-19-ის პანდემიამ ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს აიძულა.

მისივე თქმით, ყველა აეროპორტში არის სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომელიც გარედან სუფთა ჰაერის შემოდინებას უზრუნველყოფს, ასევე კონდენცირება.

„გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება, მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა. ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე. არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას, თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში 3 საათით ადრე გამოვცხადდებით», — განაცხადა თამარ არჩუაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საპანიკო არაფერი არ არის თენგიზ ცერცვაძე

მოიხსნა თუ არა კომენდანტის საათი?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა

დატოვე კომენტარი