ოკუპაცია/დევნილები

რა იმალება ინალ არძინბას დუმილის მიღმა?

გუშინ, ინალ არძინბა ე.წ. აფხაზეთის პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არანაირი ნოტა არ მიუღია.

თუმცა, დღეს აფხაზეთის არაერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა არსებობს და ის აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო.

რატომ მალავს საზოგადოებისგან აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და კერძოდ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას?

და რა წერია ამ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ასე გულდასმით მალავს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო?

მსგავსი პოსტები

ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას შეხვდა

Joni Kvaracxelia

„აფხაზების ქართველებზე გამარჯვება“ — დამარცხებაზე ბევრად სამარცხვინოა!

«პოლიტიკური ტურიზმი თუ პროვოკაცია?»

დატოვე კომენტარი