განცხადება/მიმართვა

«რა დათესა თავად კალაძემ? საკუთარი ძმის მკვლელების მხარეს დადგომა, რვა სულ ქურდთან ძმაკაცობა, მტკიცება, რომ ომი საქართველომ დაიწყო…»-ბიბილაშვილი

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმა ქუთაისის აეროპორტში შეაფასა, თბილისის მერმა კახა კალაძემ:  — „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“

ამ განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი:

«ახლა გავიხსენოთ, რა დათესა თავად კალაძემ:

1. საკუთარი ძმის მკვლელების მხარეს დადგომა და იმ ადამიანების დევნა, ვინც მისი ძმის მკვლელობა გამოიძია;

2. ყველა მსხვილ ენერგოპროექტში ჩადებული კორუფციული ინტერესი;

3. რვა სულ ქურდთან ძმაკაცობა, დეპორტირებული ლავას ოღლის არაერთგზის «გაქრობა» რეისიდან და კრიმინალებთან გარიგება წესიერი ადამიანების ინტერესების ხარჯზე.

4. გაზპრომთან იმგვარი ხელშეკრულების დადება, რომელსაც რუსეთი 10 წელი ითხოვდა, მაგრამ ვერ იღებდა;

5. წამლის ჩადებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თავისი კაცის გაყვანა და საბიუჯეტო 300 მილიონზე მოჯდომა;

6. კორცხელის დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზება და დამნაშავეებზე ხელის დაფარება;

7. მტკიცება, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

ამოცანა გვეკითხება, რას მოიმკის კალაძე?”, — წერს ზაზა ბიბილაშვილი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს»-ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Joni Kvaracxelia

«ამ წუთისთვის საოკუპაციო რეჟიმს ოკუპირებული აქვს 300 ჰექტარი»-დავით ქაცარავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

«ეს სამარცხვინო არსებაა ოცნებისთვის საპატივცემულო…ბიძინას ზებრაზე უარესად ყროყინებს»-რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკა გვარამია? (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი