ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გოგა ონიანმა რამდენიმე საათის წინ დატოვა გლდანის მე-8 საპყობილე. ციხიდან გამოსვლისთანავე მან რამდენიმე განცხადება გააკეთა და ისაუბრა მომავლის გეგმებზე.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მედგა ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება საქმის გარემოებებს, რა მოხდა, როგორ მოხდა და რა იყო იმის მიზეზი, რომ პროკურატურას წლების შემცირება მოვთხოვე, რა სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან, ამაზე რამდენიმე დღეში შევიტან საჩივარს იუსტიციის საბჭოში, სადაც დეტალურად იქნება ამაზე საუბარი და რა თქმა უნდა გაიგებთ თქვენც. გადავწყვიტე, რომ სხვა გზა არ იყო გარდა იმის, რაც შეიძლება ადრე გამოვსულიყავი, რაც შეიძლება ადრე მესაუბრა საზოგადოებასთან და ჩემი წილი აგური დამედო საქართველოს გაძლიერებაში, რასაც პირდაპირ ამ ხელისუფლების დამარცხებას ვუკავშირებ“,-განაცხადა ონიანმა.
ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ყველა პროგრესულად მოაზროვნე დასავლურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა ოლიგარქიის დასამარცხებლად, რადგან საქათველოს შველა სჭირდება..
«ჩემი გეგმებია, ჩემი წილი აგური დავდო ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გასტუმრებაში ჩვენი ქვეყნიდან,» — აცხადებს ადვოკატი, გოგა ონიანი
შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანს საპატიმრო ვადა 3 ნოემბერს ეწურებოდა, თუმცა უქმე დღეების გამო, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.