ქალაქ რუსთავში, კორპუსის მე-5 სართულიდან შუახნის მამაკაცი გადახტა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი დეპრესიული იყო და მას ამ მიზეზით რამდენჯერმე მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის.
ფაქტები.ჯი