“რა განსხვავებაა შტატებში და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებსა და პოსტსაარჩევნო ვითარებებს შორის?”

0
265

გუშინ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს სწრაფი და სწორი შეფასებები სჭირდება საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან, რომ უზურპატორ ხელისუფლებას სპეკულირების სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდოს.
რა განსხვავებაა შტატებში და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებსა და პოსტსაარჩევნო ვითარებებს შორის:
შტატებში გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა კანდიდატმა და ტრამპი არჩევნების გაყალბებას აბრალებს ოპოზიციას. გარდა ამისა, შტატებში სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ტრამპს ჰქონდა ყველა საშუალება სამართლებრივად დაემტკიცებინა საკუთარი სიმართლე. რაც მან ვერ მოახერხა. მხოლოდ ამის შემდეგ მან გადაწყვიტა დესტაბილიზაციის გზით დაემარცხებინა სიმართლე და სამსაუკუნივანი ინსტიტუციონალური ამერიკული დემოკრატია.
ახლა მოკლედ განვიხილოთ საქართველოს მოცემულობა:
არჩევნები გააყალბა ივანიშვილმა ხელისუფლების უზურპაციის მიზნით და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, მას უზურპირებული და მიტაცებული ჰქონდა და აქვს ხელისუფლების ყველა შტო. განსაკუთრებით სასამართლო. რაც შეუძლებელს ხდის სამართლებრივად მიაღწიოს სამართლიან შედეგს ოპოზიციამ.
შესაბამისად, ფუნდამენტური განსხვავება იმაშია, რომ შტატებში დემოკრატია შემდგარი მოცემულობაა. ხოლო, საქართველოში შემდგარი მოცემულობაა ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია. რაც საფუძველშივე გამორიცხავს დემოკრატიულ გარემოს.

დავით ნებიერიძე

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ