რა არის ქართველისთვის პრიორიტეტი?

0
280

ჩვენი ვებგვერდის (paqtebi.ge) საშუალებით  გამოიკვეთა საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტები. კითხვაზე თუ „რა არის თქვენთვის პრიორიტეტი“ პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 1%-მა საგარეო ურთიერთობები დაასახელა რაც არც ისე დადებითი ტენდეციაა. 2%-მა ნარკოპოლიტიკას მიანიჭა მნიშვნელობა. გამოკითხულთა 4%-მა კი თავდაცვაზე გააკეთა აქცენტი. კრიმინათან ბრძოლა აწუხებს გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ს. ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვას 11% უსვამს ხაზს. საქართველოში მძიმე ეკონომიკურ და

სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს paqtebi.ge-ს გამოკითხულთა 29%-ს წუხილი. ყველაზე უმთავრეს და პრიორიტეტულ საკითხად გამოკითხულთა 45% მიიჩნევს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და მასთან ბრძოლის

აუცილებლობა.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა ჩატარდა PAQTEBI.GE ვებგვერდზე. ის ორ თვეზე ოდნავ მეტ დროში მიმდინარეობდა (24.02.2018 – 27.04.2018) და მასში მონაწილეობა მიიღო 1158-მა ადამიანმა.

 

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ