ანალიტიკაპუბლიკაციები

რა არის საქმიანი მორალი?

საქმიანი მორალის გარეშე საზოგადოებას შეადგენენ ფანატიკოსები, უსაქმურები და კრიმინალები — ერიხ მარია რემარკი.

საბჭოური და პოსტსაბჭოური საზოგადოებების ამაზე ზუსტი დახასიათება არ მეგულება.

რა არის საქმიანი მორალი?

საქმოსნების მორალში არ აგერიოთ.

საქმიანი პირდაპირ ნიშნავს ადამიანს რომელსაც აქვს საქმე.

დილით საუზმესთან ერთად უნდა გადახედოს საბირჟო მონაცემებს და დააკვირდეს მისი აქციების პორტფელი რა დღეშია, მოიგო თუ წააგო.

საუზმის მერე მიჰყავს ბავშვები სკოლაში და მიდის ოფისში,
რომელიც ან მისია, ან კომპანიის თანასწორი პარტნიორია, ან უმცროსი პარტნიორი, ან ჯერ მხოლოდ მსახურობს, მაგრამ აქვს იმდენი ანაზღაურება რომ სახლი უკვე აიშენა და ოჯახს ინახავს.

ასეთი საქმიან ადამიანს უბრალოდ არ სცალია მეზობლებზე საჭორაოდ, არ სცალია საღადაოდ, არ აქვს ფუფუნება დრო დაკარგოს.

პოლიტიკოსების ჭორაობის მოსასმენად მითუმეტეს არ სცალია და არც კი მოუსმენს პოპულისტებს. პოლიტიკოსებს აღიქვამს დაქირავებულ პერსონალად.

მას აინტერესებს მისი საქმიანობის წარმატება და აქედან გამომდინარე თვალს ადევნებს რომ პოლიტიკამ ბაზარზე ცუდი გავლენა არ იქონიოს..
არ მიიღოს დამაზიანებელი კანონები.
მუდამ სწავლობს და იზრდება პროფესიონალურად.

ხომ მარტივია?
ოღონდ საბაზრო ეკონომიკა არ გვაქვს, ბირჟებზე ვაჭრობის და გამდიდრების შანსი არ გვაქვს, სამსახურები არ გვაქვს.
საიდან იქნება საქმიანი მორალი?

გვაქვს ზუსტად ის რაც გვითხრა რემარკმა.

გვყავს კრიმინალები ხელისუფლებაში, გვყავს პარტიების და პოლიტიკოსების ფანატიკოსები და უმუშევარი და უსაქმური მოსახლეობა.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

44 წლის შემდეგ …

„ზოგს არაკაცობა კაცობა ჰგონია»…

«საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ძლიერი სიგნალია»

დატოვე კომენტარი