ყველას გსმენიათ ტერმინი „გეოპოლიტიკა“, თქვენთვის მომავალში წარმოდგენილ სტატიათა ციკლი სწორედ მას შეეხება. სტატიები იქნება გაჯერებული ძირითადად ოფიციალურ ან/და დასავლურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით. გამოქვეყნებულ სტატიებში იქნება რუსული
წყაროებიც გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს, რომ
საკითხი განხილული იყოს ობიექტურად და თვალსაჩინოდ გამოჩნდეს რუსული
მავნებლური პოლიტიკა. გარდა ასეთი სახის ინფორმაციებისა მასში იქნება
თემატური თეორიული მასალებიც გამოყენებული, რათა ანალიტიკა არ დაემსგავსოს
„ყურით მოთრეულ“ ჭორაობებს. მას წარმოგიდგენთ სხვადასხვა პერიოდულობით და იქნება
განხილული, როგორც საქართველოსთვის, მისგან გამომდინარე კი, მსოფლიოში
პოლიტიკურად აქტუალური საკითხების ირგვლივ, რომლებიც გაანალიზდება
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და თეორიებით.
სტატიათა გამოქვეყნების იდეა წამოვიდა სურვილით, რომ მოქალაქეთა დიდმა
რაოდენობამ გაიგოს და იხილოს ანალიტიკური სახის საინფორმაციო წყაროები,
რომლებიც სუფრაზე, ბირჟაზე და ეკლესიის ამბიონიდან განაგონი ინფორმაციის
„ანალიტიკას“ (უფრო -ჭორაობას) დაუპირისპირდება და განუმარტავს, ან
დაუზუსტებს, სხვებს კი სანდო ინფორმაციას მიაწოდებს. სტატიათა ციკლის მთავარი
იდეა და სურვილი არის, საქართველო დაუახლოვდეს დასავლურ ღირებებულებებს,
ზოგადად სივრცეს და გახდეს მისი უმთავრესი ნაწილი. როგორც კარლ ჰაუსჰოფერი
ამტკიცებდა, თუკი „მოსახლეობა ქუჩაში დაიწყებს გეოპოლიტიკურად აზროვნებას,
ბელადები -გეოპოლიტიკურად მოქმედებას“ სახელმწიფოს (-ის გერმანიაზე
საუბრობდა ასე) „აღორძინება მაშინ დაიწყება“. იმედია მოქალაქეები დაიწყებენ „საქართველოს გეოპოლიტიკური უნიკუმის“ გლობალურ პოლიტიკაში სწორ შეფასებას და აღქმას.
მე-20 საუკუნის ქართულმა მწერლობამ ეს შეძლო და გაიაზრა. მაგალითად გრიგოლ რობაქიძემ, როდესაც წერდა „გველის პერანგ-ის“ მთავარ გმირს, არჩიბალდ მეკეშს, გადაატარა სახმელეთო „აბრეშუმის გზის“ ჯერ ის ნაწილი, რომელიც შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა (რუსეთზე გამავალი) და შემდეგ უძველესი დროის „აბრეშუმის გზა“, რომელიც საქართველოზეც გადიოდა და რომელშიც არჩიბალდ მეკეშმა საბოლოოდ აღმოაჩინა თავისი თავი, ვინაიდან დაუბრუნდა ის ძველ მშობელს-საქართველოს. აღნიშნული ფაქტით მწერალმა ხაზი გაუსვა, რომ „ძველი აბრეშუმის გზის“ გამოყენებით „ევროპის შვილი“ აღმოაჩენს თავის თავს „ცხოვრების
გზას“. კონსტანტინე გამსახურდია „ქართველობა და უცხოეთის გენია-ში“, საერთოდ
პირდაპირ საუბრობს, რომ: „-…ჩვენი ტერიტორია „ხალხთა ხიდი“ იყო. ჩვენი მისია –
შეურიგებელ უკიდერუსებათა და კონტრასტთა შერიგება–შეგუება, ორი დიდი
სამყაროსია – ევროპისა და აზიის სულის შეხამებაა“. მათ თავისი საქმე გააკეთეს რათა ჩვენ დაგვეწყო გლობალურად — გეოპოლიტიკურად აზროვნება, ვინაიდან გეოპოლიტიკა ესაა — საერთაშორისო ურთიერთობებში ძალთა ბალანსზე გეოგრაფიული გავლენის ანალიზი, რომელიც
მოქმედებს პოლიტიკაზე და შესაბამისად ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სახის
განვითარებებზე (იხ-თ „ჰიპერლინკზე“ სტატია).
მას შემდეგ, რაც 31 წლის წინ დაიშალა საბჭოთა კავშირი, ანუ 15 სახელმწიფო
გახდა ცენტრალიზებული მმართველობისგან გათავისუფლებული, მათ შეძლეს
აღედგინათ დამოუკიდებლობა. მათზე მოსკოვის გეოპოლიტიკური და პოლიტიკური
გავლენები მოირღვა, რამაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დალაგებული
„მსოფლიო კარადის“ ისევ არევა და ძალთა გადანაწილება დასავლეთის სასარგებლოდ, ვინაიდან „ცივი ომის“ გამარჯვებული გახდა ის. ამიტომაც გათავისუფლებულ სსრკ-ის წნეხისგან დასავლეთით მდებარე, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, -„ვარშავის შეთანხმების სახელმწიფოებზე“ გავლენების მორღვევის შემდეგ, ამ უკანასკნელებმა შეძლეს უფრო ძლიერი კარადის ნაწილი გამხდარიყვნენ „ევროკავშირისა“ და „ნატოსი“.
საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში „ვარშავის შეთანხმება“, გაფორმდა იმ
სახელმწიფოებთან, რომლებიც არ იყვნენ სსრკ-ის ნაწილი და „ბუფერულ ზონას“
წარმოადგენდნენ დასავლური გაერთიანებებისთვის და სსრკ-სთვის, რომელზეც
წითელი გავლენები მეტად იგრძნობოდა, ვინაიდან მათაც თავიანთი კომუნისტური
პარტიები მართავდნენ, განსხვავება ის იყო, რომ უშუალოდ სსრკ-ის შემადგნელობაში
არ იმყოფებოდნენ.
რა არის ვარშავის შეთანხმება? -ეს შეთანხმება 1955 წლის 14 მაისს გაფორმდა,
რომელსაც სხვანაირად „შეთანხმებას მეგობრობის შესახებ“ უწოდებდნენ. ის
აერთიანებდა სსრკ-სთან საურთიერთო ბლოკში 7 ევროპულ სახელმწიფოს (ალბანეთი,
ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, აღმოსავლეთ გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი და
რუმინეთი (ალბანეთი მისგან გამოვიდა 1968 წელს). ეს შეთანხმება გაფორმდა მას
შემდეგ, რაც დასავლეთ გერმანია შეუერთდა ევროკავშირს და სსრკ-ის შიში, არ
გაზრდილიყო დასავლეთის გავლენები აღმოსავლეთით, ამის თავიდან ასაცილებლად
ფარად იქნა გამოყენებული ის, რომელიც გულისხმობდა, როგორც ეკონომიკურ და
პოლიტიკურ, ასევე სამხედრო მხარდაჭერას ამ 7 სახელმწიფოსი საბჭოთა კავშირის
მხრიდან. მან არსებობა შეწყვიტა 1991 წლის 25 თებერვალს, თუმცა ოფიციალურად
ამის შესახებ განაცხადა ჩეხოსლოვაკიის ლიდერმა ვაცლავ ჰაველმა 1991 წლის 1
ივლისს.
ამით დაიწყო „ჭრიალა“ კარადის არევა…
გაგრძელება იქნება…
გიორგი ჩიკვილაძე