ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის განცხადადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ განაცხადა რომ “მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა” და “შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს”.
“რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს.
სექსისტური კი არა, სრულიად ადეკვატური განცხადება იყო. დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს. თუ სექსიზმია – მაშინ პირიქით.
ტვინი წაიჭამა უკვე ამ პოლიტკორექტულობით პრანჭვით. სალომე ზურაბიშვილზე ხო ვიყავი სექსისტი და უზრდელი, ხოდა კი ანგრევს ქვეყანას და გყავდეთ პოლიტკორექტულად. ჩემთვის მისი ჩაჯირყვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტკორექტულობის მეტრის იმიჯი.
და საერთოდაც, სტერილური ნარატივი სძაგს უფალსა!”-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
