განცხადებები

«რაც შეეხება წინასწარ ერთობას, პრესაარჩევნო ერთობას, ეს საკითხი სადაო და საკამათოა»-გვარამია

«ახალის» თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია «დღის ამბებთან»  არჩევნებში შესაძლო ერთიან სიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი გუნდი ამ ეტაპზე ერთიან სიას «გამარჯვების ფორმულად» არ თვლის.

«თუ გახარია არის ცალკე, დიდი ალბათობით ანა დოლიძეც, გარანტირებულად მეორე გირჩი, მაშინ როგორ ვლაპარაკობთ ერთიან სიაზე? ხომ შეუძლებელია ვილაპარაკოთ ერთიVSერთზე, როცა არსებობს განსხვავებული არჩევანი. დავანებოთ თავი სხვებს, გახარია ხომ არ არის უბრალო განსხვავებული არჩევანი, რომელზეც ვიმსჯელებთ ასე ხელის წამოკვრით, ეს არის არჩევანი, რომელმაც შეიძლება გრავიტაცია კიდევ უფრო მეტი შეიძინოს თუ დარჩენილი პოლიტიკური ცენტრები იქნება ერთიVSერთი, ხომ ლოგიკაა.
მეორე მხრივ, გახარიას დამატება ენმ-სთვის, ჩვენთვისაც, არ არის მარტივი ტვირთი, ლელოსთვის, გირჩი-დროას ამომრჩევლისთვისაც, ეს იმ ტიპის ამომრჩეველია, რომლისთვისაც გახარია ძალიან მიუღებელია. განზიდულობასაც იძენს»-განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი პოსტები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი მორიგ განცხადებას ავრცელებს

საჭიროა რომ მე ყური მქონდეს ხელისუფლების იმისთვის, რომ თქვენთვის რამე გაკეთდეს-სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

რატომ შეხვდა ვარლამ გოლეთიანი «ნაციონალური მოძრაობის» წევრს?

roma sajaia

დატოვე კომენტარი