განცხადებები

«რაც შეეხება ნიკა გვარამიას…» ია ფარულვა «რუსთავი2»-ში დარჩენის მიზეზებზე საუბრობს

«რუსთავი2»- ზე დარჩენილი, გადაცემა «ფარული კონვერტის» წამყვანი ია ფარულავა «პრაიმტაიმთან» ინტერვიუში «რუსთავი2»-ში დარჩენის მიზეზებზე და «მთავარი არხის» გენერალურ დირექტორზეც ვრცლად საუბრობს:

«- „რუსთავი 2“-ზე მე ცვლილებას ვერ ვგრძნობ, ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ პარკინგისთვის მეტი ადგილია და ნაკლები ხალხია ბუფეტში. მე ისევ „კომედი ჯგუფთან“ ვმუშაობ. სხვა დეპარტამენტებთან შეხება არც მანამდე მქონია. ჩემი პროდიუსერი იყო ვანო ჯავახიშვილი, ახლა — ალეკო მალხაზიშვილია. მე და ვანოს გულითადი საუბარი გვქონდა. მე დავრჩი ამ არხზე. ჩემთვის სადმე გადასვლის შემოთავაზება არავის არ გაუკეთებია. ამიტომ სახლში ჯდომას, ეთერში ჯდომა ვამჯობინე. ჩემი თავი არ ამომიწურავს და ამ გადაცემის წაყვანა კიდევ შემიძლია. ჩემი უფროსია ალეკო მალხაზიშვილი. საბოლოო გადაცემას მე ვიბარებ და ვაძლევ OK-ს ეთერში რომ გავიდეს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ჩვენ მეზობლები ვართ. „ნიჭიერის“ ჟიურიში სამი სეზონი ვისხედით ერთად. ნიკას ბრძოლას, შემართებას და გამძლეობას დიდ პატივს ვცემ. მისი შემართებით აღფრთოვანებული ვარ. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ის პოლიტიკოსია, მე არ ვარ პოლიტიკოსი. პოლიტიკური თოქშოუს სტუმრობაც კი არასდროს მდომებია. შეიძლება აქტიური არ ვიყო, თუმცა აპოლიტიკური არ ვარ. ვთვლი, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამ წნეხისგან უნდა გავთავისუფლდეთ, საქართველო მინდა ნატოს წევრი იყოს. მაგრამ მე ნუ მომთხოვენ გამოსვლას ტრანსფარანტებით, მიტინგებით, დავიღალე. მე ეს პერიოდი გამოვიარე.

ახალგაზრდა თაობა მომწონს, ეს მათი მომავალია. არ ვიცი, ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის სათავეში, მაგრამ ზუსტად ვიცი, საქართველო აუცილებლად უნდა გაბრწყინდეს. ასეთი შეგრძნება მაქვს“, — ამბობს ია ფარულავა „პრაიმტაიმთან“.

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკა გვარამია შესაძლოა დააკავონ- რა ინფორმაციას ავრცელებს «მთვარი არხის» დირექტორი?

» ბიძინას მიერ სოლოლაკის ბაზრობაზე ახალი ნაყიდი მონა»-გუბაზ სანიკიძე

Joni Kvaracxelia

კობახიძე ოპოზიციასთან კომპრომისზე ალაპარაკდა

დატოვე კომენტარი