„რაც მეტს მოუსმენს საქართველო სახარებას, ქრისტიანულ რელიგიას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის»-გრიგოლ ვაშაძე

0
376

გაერთიანული ოპოზიციური პარტიების „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბახმაროშიგანცხადება გააკეთა და  საქართველოს მოსახლეობას  ფერისცვალება მიულოცა:

„რაც მეტს მოუსმენს საქართველო სახარებას, ქრისტიანულ რელიგიას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის ერთობა სიყვარულში, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია ჩვენ“, —

„მინდა მოსახლეობას ვუსურვო, რომ მომავალ ფერისცვალებამდე ქვეყანა გათავისუფლებულიყოს იმ პრობლემებისგან, რომელიც მათ ახრჩობს, სამუდამოდ დაემშვიდობოს ქართველი სიღატაკეს, პრობლემებს, ნორმალური ჯანდაცვის და განათლების არ ქონას.

ამ ლამაზ დღესასწაულზე ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ისეთია ხალხის განწყობა, რომ ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ და ამ ხელისუფლებას შევცვლით. ეს ისეთივე ნათელია, როგორც დღეს ყველა მართლმადიდებელი ქრისიტიანის საყვარელი დღესასწაული ფერისცვალებაა“, — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ