პუბლიკაციები

«რაც ბერი ის ერი!»

რაც ბერი ის ერი.
ასეა ეს გამოთქმა სწორი.
თქვენ რა გგონიათ შევარდნაძე იყო უვიცი და არ იცოდა აბრეშუმის გზა?
იცოდა რომელია და ღიად საუბრობდა ამაზე.
თუ გგონით ანაკლიის პორტის მნიშვნელობა არ იცოდა? ამაზეც საუბრობდა.
მმართველმა ელიტებმა ბრწყინვალედ იციან აბრეშუმის გზის მთავარი ქვეყანა რომ ვართ. ბრყინვალედ და ზედმიწევნით იციან.
ზოგადად ყველა ქართველმა მმართველებმა, მეფეეებმა, თავადებმა, პარტნომენკლატურამ, თუ დღევანდელმა «დემოკრატებმა» ბრწყინვალედ იცოდნენ და იციან რა ქვეყანაც ვართ.
ჰოდა სწორედ ამაშია ჩვენი ერის სიკეთეც და პრობლემა.
მმართველებმა ძალიან კარგად იციან რაოდენ დიიიდი სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, იციან რომ ეს არის ადგილი რომელზეც ტრილიონობით კაპიტალმა უნდა იაროს აზიიდან ევროპაში და პირიქით.
ამიტომ მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობა აგებულია მონოპოლურ ბაზარზე, სარგებელი მაქსიმალურად რომ მიდიოდეს მათ ჯიბეებში.
დავითის მერე ფეოდლებმა აღიდგნეს ძალაუფლება, მათი მადა გაიზრდა და სულაც საკუთარი საბაჟოები შექმნეს და სავაჭრო ქარავნებს უმოწყალოდ ბეგრავდნენ. სწორედ ამ მოგების გულისთვის დააქუცმაცეს ქვეყანა. თქვენ გეგონათ მტრებმა? ჩვენს მმართველებზე მეტი მტერი ჩვენ არ გვყავს.
რუსულმა იმპერიამ კი ევროპა აზიის ვაჭრობიდან მიღებული მოგების წილი შესთავაზა ქართველ თავადაზნაურობას და მათაც მიყიდეს ერი იმპერიას მონობაში.
დღეს ქართული პოლიტიკა ორ ძუძუს წოვს. იღებს მოსკოვისგანაც და დასავლეთისგანაც, პროდასავლურები ქმნიან ილუზიას რომ მოსკოვს ებრძვიან და ამაში გრანტებს იღებენ, აშკარა პრორუსებს კი მოსკოვი აფინანსება და ვართ ასე.
შიდა მოწყობა კი იმიტომაც გვაქვს მონოპოლური რომ ჩვენი ქვეყნის ფუნქციდან შემოსავლები ნაწილდება ვიწრო წრეში, მდიდარი კლასი სულ ერთი პროცენტიც არ არის.
ამ ერთ პროცენტშია პროდასავლურებიც და პრორუსებიც… ამ ერთ პროცენტში არიან პარტიებიც და ყველა ვინც ფლობს და განაგებს ქვეყანას.. «ტორტი» მრგვალია.
ბაზრის თავისუფლება ამ ელიტებს არ სჭირდებათ არანაირად, ჯერ კიდევ აქვთ იმედი რომ შეინარჩუნებენ ამ მონოპოლიას, დღეს ამ მონოპოლიის შენარჩუნებაში მოსკოვიც უმაგრენთ ზურგს და ტრამპის ტრენდიც.
არ იტყუება დღევანდელი მონოპოლიის ლობისტი და შემქმნელი ბოკერიას პარტია, მდიდარ კლასს მართლა აქვს შეთანხმება და გეგმა რომ ოლიგარქი არჩევნებით «ჩააჩოჩონ». ისიც «გაიწევა», ალბათ .
ამიტომაც პირდებიან ოლიგარქს პირად უსაფრთხოებას. ამიტომ არიან ყველანი შეთანხმებულები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ბურჯანაზეც კი შეურთდა. ანუ სავსებით აწყობს ყველას. აწყობს კი იმიტომ რომ
მონოპოლური ბაზრის პირობებში პროპორციული სისტემით დაკომპლექტებული პარლამენტი იქნება უკვე კოლექტიური ოლიგარქია და არსებული მდიდარი კლასი შეინარჩუნებს თავის ძალუფლებას გავლენებს და ასე აპირებენ ქვეყნის ფუნქციით ჯიბეების ამოვსების გაგრძელებას.
ოპოზიციის ამ მისწრაფებას ვეწინაღმდეგები პრინციპულად. საქართველოს სჭირდება თავისუფალი კონკურენტული ბაზარი, დამოუკიდებელი საბირჟო და საბანკო სისტემების კონკურენცია და დემოკრატიული მოწყობა, მხოლოდ ასე ვიქნებით დამოუკიდებლები, თავისუფლები და წარმატებულები, ასე გვექნება ჩვენი ქვეყნის ფუნქცია საყოველთაოდ, ყველა მოქალაქისთვის სარგებლიანი.
ოღონდ ჩვენ მორიგად გვიმზადებენ ელიტების კეთილდღეობის მორიგ სისტემას ხალხის სიღატაკის და უუფლებობის ხარჯზე. ამ მდიდარ კლასს ჰყავს თავისი გააპიარებული «ელიტები», პოლიტიკოსები, «ექსპერტები» ჟურნალისტები, მედია, ისინი მანიპულირებენ და სრულად აკონტროლებენ საზოგადოებრივ აზრს, რ2 დირექტორი მაპიპულაციის «დიდოსტატია». ჰყავთ თავისი ერთგული «მრევლები» რომლების წარმომადგენლებიც პერიოდულდ ესევიან ჩემს პოსტებს მაგალითად.. 
ფბ ერთადერთი სივრცეა, რომელსაც ვერ ააკონტროლებენ, სამაგიეროდ სავსეა ტროლებით.
ოღონდ მდიდარი კლასი და მისი მორჩილი ელიტები მინდა გაავაფრთხილო.
თვალები გახილეთ ბატონებო.. სამყარო დიდია და არსებობს გლობალური თავისუფალი ბაზარი, რომელიც ისე «დააცემინებს» თქვენს ამ პაწაწკინტელა ქართულ მონოპოლიას რომ მისგან ბუნდღაც არ დარჩება.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ დაიწყო პუტინმა ლენინის კრიტიკა და რატომ შეუდგა კონსტიტუციის გადაკეთებას?

ჯორჯ ჰიუიტი — ჩვენი ძველი ყოფილი «მეგობარი»

არეული ფიქრები კარგ ცხოვრებაზე…

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი