მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ ტაბულას გადაცემაში „მძიმე კაცთან“ განაცხადა:
„მილიონი დოლარი… ნუ, ჯერ არ მომიგია და უკვე იმდენჯერ დავხარჯე. რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო კუთხით… შეიძლება, რაღაც კრიტიკული აზროვნების სკოლა, ან ინოვაციების და კრიტიკული აზროვნების სკოლა, შეიძლება, ვთქვათ, გურიაშიც… არ ვფიქრობ იმას, რომ აგრესია წამოვა და მერე… მე თუ დავისახე, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან, რაც არ უნდა დაბრკოლებები შემხვდეს, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი დაბრკოლებები მქონდა… ამიტომ ახლა მე სოციალურ ქსელში ან თუნდაც ადამიანები რაღაცას გაკადრებენ, ეს ნამდვილად უნდა აიტანო. დავხარჯავ ამ თანხას იმაში, რომ აი, საგანმანათლებლო რესურსები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლებისთვის, რესურსი როცა დამჭირვებია სკოლაში, არ მქონდა. ამიტომაც, ხელთ არსებულ რესურსებს ვიყენებდი. ამიტომ შემოვიდა ჩემს გაკვეთილებზე ჯოხი, კომბოსტო, ლიმონი და ისეთი რაღაცები, რაც მეხმარებოდა, უფრო კარგად გააზრებაში”-განაცხადა ლადო აფხაზავამ.