განცხადება/მიმართვა

“…რაღაც ბოლშევიკური გაერთიანების ნაწილი არიან” – ირაკლი კობახიძე

ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სამეულს, ე.წ. ტროიკას რაც შეეხება, სინამდვილეში, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის არც პოლიტიკური მიზნების და არც მენტალიტეტის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა სააკაშვილთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობაში“ გამართულ შეხვედრაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია.
„ისინი არიან ერთიანი რაღაც ბოლშევიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, მათი ხშირი შეხვედრები აბსოლუტურად ლოგიკურია. რაც არ უნდა ერქვას ამა თუ იმ პარტიას, ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ყველა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ერთიანი ცოდვების ისტორიით და ერთიანი მენტალიტეტით, ეს არის ბოლშევიკური მენტალიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეიძლება საუბარი ვინც სააკაშვილს თავს დააღწევს-მათიკაშვილი

პირველად ირაკლი კობახიძემ შემომთავაზა პარტიაში თანამდებობა – ვასილ მაღლაფერიძე

“ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა…ახლა ბიძინა ივანიშვილმა  მოინდომა”

დატოვე კომენტარი