განცხადებები

რატო არ განოლდა თქვენი სესხი? პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია, ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

«ახალი აქტივობა განულების მოთხოვნით!!!
როგორც ვიცით პრემიერმა დაანონსა ვალების ჩამოწერა 600 000 ადამიანის მიმართ.
კრიტერიუმები იყო შემდეგი: 2000 ლარამდე უნდა ყოფილიყო ვალდებულება და 2018 წ- დან არ უნდა ყოფილიყო გადახდა.
თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ბუნდოვნად ჩატარდა.
ჩვენი ინფორმაციით:
1)მიმდინარე გადახდის პროცესში მყოფი ვალდებულებები განოლდა. (რაც არ არის აშკარად კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი)
2) ბევრ ადამიანს მათ შორის, ბევრ თქვენგანის სესხი აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა არავინ გიმარტავთ თუ რატო არ განოლდა თქვენი ვალდებულება.
ვინც აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს. მოითხოვეთ ცნობა დავალიანების შესახებ გამსესხებელი ორგანიზაციიდან და მიწერეთ ქართუ ფონდს წერილი მეილზე ან ჩააბარეთ კანცელარიაში (თან დაურთეთ ცნობა).
მოითხოვეთ მათგან ახსნა-განმარტება წერილობით, თუ რატო არ განოლდა თქვენი სესხი, თან დაურთეთ ცნობა კომპანიისგან აღებული.
შემდეგ მათი პასუხები ერთად განვიხილოთ, რაიმე დიდ აფიორასთან ხომ არ გვაქვს საქმე.
გაავრცელეთ.
ერთად შევძლებთ ყველაფერს.
ჩვენ ვიცით როგორ დაგეხმაროთ😉!!!!»-აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«რატომ დუმს საზოგადოების დიდ ნაწილი ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით?-ამოიღეთ ხმა რომ ხვალ თქვენც გქონდეთ ხმის ამოღების უფლება»

გია ცერცვაძე ზონდერი და მკვლელია — ია მეტრეველის ურცხვი განცხადება(ვიდეო)

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი