კრიმინალისიახლენი

«რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია მაშინ, როცა კლუბში ადამიანები იმყოფებოდნენ!» — ომბუცმენი

საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას აინტერესებს, რატომ გახდა საჭირო უშუალოდ კლუბში განხორციელებულიყო სპეცოპერაცია იმ დროს, როდესაც იქ იმყოფებოდნენ ადამიანები. «მე ვესაუბრე მათ განცხადებებზე, რასაც აკეთებდნენ ადამიანები ძალის გადამეტებაზე. რა თქმა უნდა, ინტერესის საგანს წარმოადგენდა, სად იყვნენ დაკავებულები, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით», — განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ომბუცემნი ვარაუდობს, რომ ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და საკმაოდ არაპროფესიონალური მიდგომით ჩატარდა. «აცხადებენ, რომ ყველა პოლიციელი იყო აღჭურვილი ვიდეოკამერით, შესაბამისად, მივმართავ ყველა ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ იყო ძალის გამოყენება, მოგვმართოს, ჩვენ ყველა საქმეს შევისწავლით“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რუსთავში ცოლ-ქმარი შვიდმა კაცმა ცემა

Joni Kvaracxelia

პოლიციამ ქედაში მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

ტატუნაშვილის საქმეს ვაშინქტონში პრეს სპიკერი გამოეხმაურა  

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი