სოცქსელი

რატომ შეუწყდა საქართველოს, გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემა? რა პრობლემები შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს?

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე, «ქართული ოცნების» მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის  სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ წარსულს იხსენებს, როცა საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემა შეუწყდა:

«კიდევ ერთი ამბავი სალომე ზურაბიშვილის წარსული «პოლიტიკური » და «დიპლომატიური» «მოღვაწეობიდან». 2004 წელს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მან ჩვენს ქვეყანას დიპლომატიურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა, რომელიც საქართველოსთვის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ხმის მიცემის უფლების შეწყვეტას უკავშირდებოდა 😈 კერძოდ, ქ-მა სალომემ განაცხადა რომ საქართველოს მიერ გაეროს წინაშე დაგროვილი დავალიანება შევარდნაძის მმართველობის დროს წარმოიშვა და ის არ იყო ვალდებული, რომ ეს საკითხი ან მთავრობის სხდომაზე ან პარლამენტის წინაშე განსახილველად დაეყენებინა 😈 შედეგად, საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემა შეუწყდა და ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაზიანდა 😈 პრობლემის მოგვარება მას შემდეგ მოხერხდა, რაც სალომე აღარ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი»-წერს სოციალურ ქსელში  ნიკა ჩიტაძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რატომ გაიყო «ნაციონალური მოძრაობა?»-თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ს აკრიტიკებს

Joni Kvaracxelia

«ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა…»-მამა პეტრე კოლხი

roma sajaia

«ივანიშვილის ჯიბეში წავიდა 3 მილიარდი ლარი საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან»-სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი