ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” გააკრიტიკა.
„მოქალაქეები“ როდესაც შემოვედით პარლამენტში, ვთქვით, რომ საარჩევნო რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გასატარებლად ვართ პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა” რატომ ან რის ფასად შემოდის? – მაგათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ. რატომ შემოდიან? თანამდებობები ეხარბებათ? ხელფასები უნდათ? მივლინებებში უნდათ სიარული, თუ ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან? ან ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ? ხომ არიან ღირსები, ყოველდღე დერეფნები მოვუწყოთ აქ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ და უარესი? ჩვენ შემოსვლას ფასი ჰქონდა, რაც ვთქვით, ვასრულებთ – ძალიან მაგარ საარჩევნო რეფორმას მიიღებს ქვეყანა. ისინი რატომ შემოდიან? – დაეტიონ ქუჩაში, ირბინონ და აბარონ ანგარიშები სააკაშვილს, იქ კიევში მოიწყონ თავისთვის პარლამენტი. ჩვენ, მე და ლევან იოსელიანს რატომ გვაბრალებდნენ, რომ ფული ავიღეთ. ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს ბიძინა ივანიშვილისგან აღებულს, წავალ და თავს დავიხრჩობ მტკვარში. დედაწულიანად რომ გამოდიოდნენ გამწკრივებულები, რატომ გვაბრალებდნენ ამ ჭუჭყს, მაშინ თვითონაც ფული ჰქონიათ აღებული, ჩემო ბატონო”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.
