«ოსიმენი მომავალ ზაფხულს კარიერას საუდის არაბეთის კლუბში გააგრძელებს, კვარაცხელიასთვის კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მიუღებელია. ის საუდის არაბეთში მილიარდი დოლარის სანაცვლოდაც არ გადავა, რადგან ხვიჩას განსხვავებული გემოვნება და ტვინი აქვს და თუ წავა, მხოლოდ ისეთ გრანდებში, როგორებიც არიან „რეალი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“».
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ეს განცხადება, რომელიც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადება გახდა მიზეზი საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის განრისხებისა, რომელმაც ჯუღელს ბინძური და სამარცხვინო უწოდა.
„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი მსჯელობის გამო მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო!“ — დაწერა ოსიმენმა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე.
მომხდარ დაპირისპირებას თავად ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ გამოხმაურებია.