2025 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, საქართველოში 70 ადამიანს წარედგინა ბრალი „ქურდული სამყაროსთან“ კავშირის გამო. მათგან 46-ს — კონკრეტულად „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ მუხლით.
პროკურატურის თქმით, მოქალაქეები, მათ შორის ბიზნესმენები, ფინანსური დავების მოსაგვარებლად ხშირად სასამართლოს ნაცვლად ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ მიმართავენ. ერთ-ერთ საქმე — 16 მაისს გახმაურდა, როცა პროკურატურამ ერთდროულად 11 ადამიანს წარუდგინა ბრალი, მათ შორის 4-ს — „მიმართვისთვის“.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ეს ტენდენცია სისტემური კრიზისის შედეგია:
„როდესაც სახელმწიფო შენს თვალწინ ინგრევა და ხელისუფლება თავად არღვევს კანონს, ბუნებრივია, საზოგადოება დეზორიენტირდება.“
მიუხედავად ამისა, მუხაშავრია ფიქრობს, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს მაინც სწამს სამართლის და „ქურდული სამყაროსკენ“ მასობრივი გადახრა არ ხდება.
მისი თქმით, ხელისუფლება შესაძლოა მიზანმიმართულად იყენებს „ქურდული სამყაროს“ თემას პოლიტიკური სარგებლისთვის, განსაკუთრებით არჩევნების წინ.
ფაქტები მოკლედ:
2025 წლის 5 თვეში — 70 ბრალდებული „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში
46 პირს ედავებიან უშუალოდ ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მიმართვას
ბოლო მასობრივი ბრალდებები — 2025 წლის 16 მაისს
უფლებადამცველები პროცესში ხედავენ ნდობის კრიზისს და პოლიტიკური ზეწოლის ელემენტებსდაგაბრალონ. ამ რესურსს ხელისუფლება აქტიურად იყენებს ზეწოლისთვის.“