ომი

რატომ ტოვებს რუსეთი უკრაინელებს საქართველოს საზღვართან?

რუსეთმა უკრაინელი მოქალაქეები საქართველოს საზღვართან მიიყვანა და გაუსაძლის პირობებში დატოვა

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის გამშვებ პუნქტთან, დაახლოებით 80 უკრაინელი მძიმე პირობებში იმყოფება. ისინი რუსეთმა დაადეპორტა, მიიყვანა ლარსის გამშვებ პუნქტამდე და იქ დატოვა — საქართველოში კი არ შეუშვეს.

უკრაინელებს შორის არიან როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები, ისე ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსულ ციხეებში იხდიდნენ სასჯელს. ოფიციალური თბილისის განმარტებით, მათი უმრავლესობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულშია მსჯავრდებული. თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, ნაწილი არასდროს ყოფილა ნასამართლევი.

დეპორტირებულები გამშვებ პუნქტთან არსებულ სარდაფში ცხოვრობენ — ფანჯრების, ვენტილაციისა და საბაზისო პირობების გარეშე. მათ რიგრიგობით სძინავთ, სივრცის სიმცირის გამო. ადგილზე არიან ქალებიც, რომელთაც განცალკევებულად ათავსებენ.

ივნისში საქართველოს შსს-მ 30 უკრაინელი მოლდოვის გავლით სამშობლოში დააბრუნა, თუმცა მომდევნო ნაკადის გადაყვანა მოლდოვის უარის გამო ჩაიშალა. როგორც შსს-ს მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, საქართველო მზადაა დაეხმაროს მათ სამშობლოში დაბრუნებაში, როგორც კი უკრაინასა და მოლდოვას შორის შეთანხმება შედგება.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის მესაზღვრეებმა დეპორტირებულებს რუსული პასპორტი და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვაც შესთავაზეს. ზოგმა უარი თქვა — რის შემდეგაც, როგორც ერთ-ერთი მათგანი ჰყვება, პირდაპირ ლარსთან მიიყვანეს და საქართველოში გადმოსვლის უფლების გარეშე დატოვეს.

მსგავსი პოსტები

სენატორი უიკერი: პუტინი ომის დამნაშავეა და ციხე ან სიკვდილი ელის

იერუსალიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ირანთან ომს მისი ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად

Joni Kvaracxelia

უკრაინაში ეუთო-ს თანამშრომელი დაბომბვის შედეგად დაიღუპა

roma sajaia

დატოვე კომენტარი