განცხადება/მიმართვა

რატომ მიდის თამარ კორძაია პოლიტიკიდან

თამარ კორძაია, აქტიური ქალი პოლიტიკოსი, გამორჩეული იყო თავისი მებრძოლი სულით. 2013 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში. მან დღეს განცხადება გააკეთა პოლიტიკიდან წასვლაზე.

«მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ — მივდივარ პოლიტიკიდან.

2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ — არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია.
ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებროლ ადამიანად» — წერს თამუნა კორძაია სოციალურ ქსელში»- წერს თამარ კორძაია.

მსგავსი პოსტები

«ეს პასუხი იმ ეჭვიან ხალხს, ვინც ამბობს, რომ გამოყოფილი რესურსი საკმარისი არ არის…პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა»-თენგიზ ცერცვაძის განცხადება

Joni Kvaracxelia

«ლარი არის თავისუფალი თინეიჯერი»-ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

«ვითომ პუტინს აკრიტიკებდა და სინამდვილეში მას კვერს უკრავდა»

დატოვე კომენტარი