რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში გრანდიოზული ეკონომიკური ინტერვენცია განახორციელა. რუსეთიდან აფხაზეთის გავლით თურქეთში ტვირთების გადაზიდვის ახალი სანტრანზიტო დერეფანი გახსნა;
მეტად მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა სარკინიგზო მაგისტრალი, შემოყვანილია სატვირთო მატარებლები, აშენდა ტვირთის მიმღები ტერმინალები და დასასაწყობებელი კონტეინერები, ამასთან მომზადდა ტვირთის შესაბამის გემებზე გადასაზიდი ტექნიკური საშუალებები;
თავისი დატვირთვითა და შინაარსით აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და ქართულ კანონმდებლობასთან სრულიად შეუთავსებადი.
მოქმედი ხელისუფლება კრემლის ვასალის როლს აღარც უარყოფს.
დემონსტრირებულად აიგნორებს თემას, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას, ტეროტორიული მთლიანობის აღიარების კომპონენტს აყენებს უდიდესი საფრთხის წინაშე.
მეტი რა ფუნქცია და კომპეტენცია აქვთ მთელ რიგ უწყებებს, საპარლამენტო კომისიას, რომ ფაქტის კონსტატირების დონეზეც კი არ ეხმაურებიან ამ თავგასულობას.
ხელისუფლების დუმილი დანაშაულია და მათგან მეტად საშიში ისტორიული გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმურ შიშს აჩენს.
რუსეთმა თურქეთში ტვირთის მიწოდება აფხაზეთის გავლით დაიწყო
ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ დაადასტურა.
„ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა მატარებელი 62 კონტეინერით. ეს იყო ტვირთის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელმა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ჩაიარა. საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, იყო სხვა ტრანზიტები, მაგრამ მცირე პარტიები. შემოწმდა მარშრუტი, ჩატარდა მონიტორინგი“, — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.