სხვადასხვა

რატომ დატოვა თამრიკო გვერწითელმა რუსეთი

«მე არ შემიძლია ვიყო აქ» — განაცხადა მომღერალმა თამრიკო გვერდწითელმა და რუსეთი დატოვა.

უკრაინა ჩემი ოჯახის სამშობლოა, ამიტომ რუსეთში ვეღარ დავრჩები.

ცნობილი ქართველი მომღერალი 30 წელია რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. რამოდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა ცხადყო, რომ იგი არ უჭერდა მხარს უკრაინაში ომს, რომელის შემდეგაც მან დატოვა აგრესორი ქვეყანა.

არტისტმა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე გააუქმა კონცერტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში და მეორე დღეს გადაწყვიტა სახლში — საქართველოში წასულიყო.

თამარამ თავისი გადაწყვეტილება დეტალურად არ განმარტა, მაგრამ მიანიშნა, რომ ეს უკრაინაზე თავდასხმას უკავშირდებოდა.

თამრიკო გვერდწითელმა პატივით მოიხსენია რუსეთი, სადაც 30 წელი ცხოვრობდა. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის «სამშობლოს გრძნობა ყველაზე მაღალია».

მომღერალი გულისხმობდა 83 წლის დედას, წარმოშობით ოდესიდან, რომლისთვისაც ომი ნამდვილი დარტყმა იყო. ვინაიდან უკრაინა გვერდწითელთა ოჯახის ისტორიული სამშობლოს ნაწილია, მან აგრესორი ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

ის (დედა, — რედ.) ხშირად ტირის. ჩემი ყველა წინაპარი ოდესიდანაა. დედაჩემისთვის ყველა ქუჩა ძვირფასია. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი“, — განაცხადა გვერწითელმა.

წყარო: greenwhite.su

Loading…

მსგავსი პოსტები

ტოჩინოშინს ორთაბრძოლისას ნეკნი გაუტყდა და ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს

Joni Kvaracxelia

«კოკა-კოლას დირექტორის მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსებისთვის კოკა-კოლა უნიტაზში ჩარეცხეს (ვიდეო)

ირანიდან მარტში 1815 პირი არ შემოუშვეს

დატოვე კომენტარი