არასამთავრობო ორგანიზაცია «ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას» ლიდერი, დავით ქაცარავა საპატრულო პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა.
მიუხედავად ერთი თვის წინ თხოვნის წერილისა, რათა დაეშვათ მათთვის საშვი, სპეციპიკური სამუშაოების შესასრულებლად, პასუხი დღემდე არ მიუღიათ. — ამის შესახებ დავით ქაცარავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, თან დაურთო ზემოაღნიშნული წერილის ასლი.
«მადლობა პატრულს
ვბრუნდებოდი აი ეხლა სახლში, საღამოს პატრულირების შემდეგ — თუ სად ვიყავი — მოგახსენებთ — ორჭოსანის ბაზის მიმდებარედ.
გამაჩერა პატრულმა და დამიწერა უკვე მეორე 2000 ლარიანი ჯარიმა.
ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაახლოებით თვენახევრის წინ მივმართეთ შესაბამის სტრუქტურას საშვების დაშვებასთან დაკავშირებით.
6 მაისის შემდეგ გავიდა ზუსტად ერთი თვე და 2 კვირა. არანაირი პასუხი არ მიგვიღია — არც უარი და არც თანხმობა.
ხოდა, თუ გგონიათ, რომ თქვენი პოლიტიკური კომენდანტის საათი გაგვაჩერებს, ძალიან ცდებით.
ზუსტად ისევე გავაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას ოკუპაციის ხაზთან, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.
საჭირო იქნება გვიანობამდე გაჩერება? გავჩერდებით.
საჭირო იქნება თქვენი პოლიტ კომენდანტის საათის დარღვევა? დავარღვევთ.
სულ რომ ციხეში გამიშვათ, ერთი წუთითაც ვერ დაგვახევინებთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შსს და პატრულს გამოჩენილი პრინციპულობისთვის.
თქვენ ჭეშმარიტი მცველები ხართ კანონის,» — წერს ქაცარავა.
თუმცა ინციდენს გაგრძელებაც მოყვა:
«წინა პოსტს როდესაც ვწერდი, პატრულის უკვე ხსენებული ეკიპაჟი დაბრუნდა, გამომართვა გამოწერილი 2000₾ ქვითარი, რაღაცას შევამოწმებთო და აღარ დამიბრუნა.
როგორც გავარკვიე, მეორე ქვითრის გამოწერის უფლება არ ჰქონდათ, ეს მერე აღმოაჩინეს ეტყობა..
ხოდა, ამის შემდეგ ზრდილობიანად — ახსნა განმარტება დაგვიწერეთო
მოკლედ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრებაო აწი თქვენზეო
მადლობა პატრულს და პრინციპულ შსს ს
აბა თქვენ იცით.» — აგრძელებს დავით ქაცარავა.
Loading…