სასექსის პრინცმა და ჰერცოგინიამ განაცხადეს მეორე შვილის გაჩენის შესახებ.
ლილიბეტ “ლილი” დიანა მაუნტბეტნ-ვინდსორი დაიბადა პარასკევს, 4 ივნისს, დილის 11:40 საათზე კალიფორნიაში, სანტა ბარბარეს საავადმყოფოში. მისი წონა იყო 3200 გრამი.
ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ დედა და გოგო კარგად არიან და ბავშვი უკვე საცხოვრებლად საკუთარ სახლში გადმოიყვანეს.
რატომ ლილიბეტი?
ლილიბეტი – დედოფლის საოჯახო მეტსახელია – მაშინდელი პრინცესა ელიზაბეტი ძალიან პატარა იყო და ის საკუთარ სახელს შეცდომით, სწორედ ასე წარმოთქვამდა.
