სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“რატომ გიყვართ პატრიარქი?
1-რუსეთში დაავერბოვკეს? დაავერბოვკეს.
2- КГБ-ს აგენტი იყო? იყო, მეტსახელად ივერიელი.
3- მეუფე გაიოზი(უპატიოსნესი და უგანათლებულესი მიტროპოლიტი, მისი მთავარი საპატრიარქო კონკურენტი, რომელმაც მას მისცა ხმა) გაწირა ციხისთვის?
გაწირა.
4- ქვეყნის დაქცევის დღე ბანკეტად აქცია? (07.01.1992წ.)
აქცია,
5- ხალხის დახვრეტისას, ერთი ხმაც არ გაუღია?(02.02.1992წ.)
არ გაუღია.
6- პუტჩისტთა შეკრებები აკურთხა?(21.02.92წ.)
აკურთხა.
7- პუტჩისტთა შეკრებები და მოექმედებები დაუგმია?
არ დაუგმია.
8-ქვეყნის ამაოხრებელი, ჯაბა იოსელიანი, ეროვნულ გმირად გაასაღა?
გაასაღა, გადაეხვია კიდეც.
9- ქვემეხების მსროლელს თბილად ჩაეხუტა? (92წ. კიტოვანს)
ჩაეხუტა.
10-ქვეყნის ამომგდები, ქვეყნის მხსნელად მიიჩნია და მის წინაშე ხალხი დააჩოქა? (ედუარდი)
დააჩოქა.
11- ქვეყნის ოკუპანტი ბრძენად აღიარა?(პუტინი)
აღიარა.
12- საბჭოთა დიქტატორი, დიად გენიად შეაფასა? (სტალინი)
შეაფასა.
13- ზვიადსა და კოსტავაზე КГБ-ს პასკვილს პასკვილზე უგზავნიდა, რომ საშიშები არიანო?
უგზავნიდა.
14- ეკლესია ქვაბ-ავაზაკთა კრებად აქცია?
აქცია.
15- არის მეხუთე კოლონა და რუსეთის მთავარი დასაყრდენი ორგანიზაცია დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის მეთაურიც თავადაა?
არის.
ხოდა, რაღატომ გიყვართ ეს უსინდისო და უნამუსო ადამიანი? ეს ავაზაკი და შემცოდე? ამიხსენით ჯერ და მერე მესროლეთ ტყვია, მაგინეთ და დამარტყით მუშტი.
ვაი, ვაი, რომ ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის.”-წერს ნათანიელ ერიაშვილი

