განცხადებები

რატომ განაცხადა მსახიობმა დიმიტრი ტატიშვილმა ივანიშვილის დახმარებაზე უარი?

მსახიობმა  დიმიტრი ტატიშვილმა «ამბებთან» განაცხადა, რომ  ბიძინა ივანიშვილისგან წლების განმავლობაში მიღებული დახმარებაზე, უარი რომ თქვა სწორად მოიქცა.

«მე ვთვლი, ჩემს ქვე­ყა­ნას ვინც აზა­რა­ლებს, უნდა გა­აკ­რი­ტი­კო ისე, რო­გორც შე­გიძ­ლია. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვხვდე­ბით იმას, რომ ეს მმარ­თვე­ლო­ბა ქვე­ყა­ნას ვნებს. ჩვენ არა მხო­ლოდ უნდა ვაკ­რი­ტი­კოთ, არა­მედ უნდა შევ­ცვა­ლოთ. მტერს უნდა ვებ­რძო­ლოთ, მტე­რი არის ყვე­ლა, ვინც შენს ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს.

2011 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ინ­ტერ­ვიუ ვნა­ხე, თე­ატ­რში მი­ვე­დი და ვთქვი, მის­გან დახ­მა­რე­ბას აღარ მი­ვი­ღებ-მეთ­ქი. ჩემ­ნა­ი­რად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­იქ­ცა. თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდი, ეს არის იმ ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, მარ­თავს რუ­სეთს, ასეა მი­ტა­ცე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოც. დიდი ბრძე­ნი და მცოდ­ნე არა ვარ, მაგ­რამ რაც ჩემი ჭკუ­ით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, მივ­ხვდი, ეს კაცი კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტან­და სა­ქარ­თვე­ლოს და ასეც მოხ­და. მე იმის მერე დახ­მა­რე­ბა არ მი­მი­ღია, ვწუხ­ვარ, რაც მა­ნამ­დე მქონ­და აღე­ბუ­ლი, იმას ვერ და­ვაბ­რუ­ნებ.

დიდი ხანი არც ვი­ღებ­დი. ეს იყო ყო­ველ­თვი­უ­რად 320 ლარი, რვა წლის წინ ეს კარ­გი თან­ხა იყო, უა­რის თქმა ად­ვი­ლი არ გახ­ლდათ, მაგ­რამ ამ ფულს ვე­ღარ მი­ვი­ღებ­დი და ახლა პირ­ნა­თე­ლი ვარ ჩემს თავ­თან”, – განუცხადა “ამბებს” დიმიტრი ტატიშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს»-კონგრესმენი

ფადი ასლის ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას

Joni Kvaracxelia

«საქართველო იღუპება! ვიღუპებით!“-ანიტა რაჭველიშვილი

დატოვე კომენტარი