დღეს პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები განიხილა. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო.
გადაწყვეტილება ეხება ყველა სასწავლო დაწესებულებას – იქნება ეს სკოლა თუ უნივერსიტეტი. 1 ოქტომბრამდე ისინი სწავლას დაიწყებენ დისტანციურად, სასწავლო დაწესებულებებს კი 1 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან ყველა აუცილებელი ნორმის დაცვით.
Loading…
