სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სერბეთის პრემიერმინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი გადადგა
სტუდენტების პროტესტს მხარს უჭერენ ოპოზიციონერი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხსარ ტრაგედიაში, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ უხარისხო რემონტის მიზეზი კორუფცია იყო
თავიდან დემონსტრანტები მომხდარის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვდნენ, მაგრამ მოგვიანებით, როცა ხელისუფლებამ ეს არ შეასრულა, წამოაყენეს პოლიტიკური მოთხოვნები
სტუდენტთა მოთხოვნებს შორისაა გარდამავალი მთავრობის შექმნა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოამზადებს