რატომ გააუქმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი?

0
639

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის მიერ  facebook-ზე გავრცელებული  პოსტის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

«არ ვხუმრობ, ლიუსტრა ვიყო. მოკლედ, ორ ფრანგ კოლეგასთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მერე სუდანში მაქვს ჩანიშნული მივლინება მარტის შუა რიცხვებში. ხოდა, უშიშროების იქოურმა სამსახურმა ბანგიდან (დედაქალაქი) ანუ მაინძელმა მოგვწერა იქნებ აპრილიზა გადავიტანოთო: ამდენი ქართველი და ფრანგი ამ მარტის თვეში გავრილოვის ღამეს გამოიწვევსო:)))) თურმე, ჩვენი ქაბატო მიდის 10 დღით კაი დიდ დელეგაციასთან ერთად! არა იაროს, თან ისეთ ადგილებში სადაც თავისი გონებამახვილი განცხადებებით დიდ ზაინს ვერ მოიტანს, მაგრამ ქე მაინც აუხსნას კარგად რომ ქართველია და არა ფრანგი, თვარა……თან 10 დღე აპასნია, კოღოების პერიოდია.»-წერდა მამუკა ჟღენტი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:

“განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება»- წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ